ქობულეთის მე-3 და მე-2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საბავშვო ატრაქციონები მოეწყო. აღნიშნული ბაღები, სიდიდით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე დიდია. მეორე საბავშვო ბაღში ამ დრომდე არ ყოფილა ატრაქციონი მოწყობილი, რაც შეეხება მე-3 საბავშვო ბაღში კი მხოლოდ ერთი სახის გასართობი იყო. შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერიაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დავამონტაჟეთ, სხვადასხვა სახის , თანამედროვე გასართობი ატრაქციონები. მსგავსი სახის ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.