ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა

ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 17  იანვრის   N114-11424017225 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 17  იანვრის   N114-11424017224  და 2024 წლის 23  იანვრის N114-11424023419 მომართვები –  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის განკარგულებით დამტკიცებულ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო და სოფლის ავტობუსებზე შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს მიერ მგზავრობის მიმართულებებისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ – ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 08 დეკემბრის N114-11423342246 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული სოფელ მუხაესტატეში მდებარე ყოფილი საყოფაცხოვრებო  მომსახურების შენობის  პირველ სართულზე  არსებული 48,0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ 20.33.01.084) აფთიაქის  განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ  მეგი გოგიტიძე).

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 08 დეკემბრის N114-11423342242 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული სოფელ მუხაესტატეში მდებარე ყოფილი საყოფაცხოვრებო  მომსახურების შენობის  პირველ სართულზე  არსებული 10,0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ 20.33.01.084) სილამაზის ფუნქციონირების  მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ  მეგი  პაპუნაიშვილი).

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 17 ოქტომბრის N114-1142329063- მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული  ქ. ქობულეთში, ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N116ა-ს მიმდებარედ მდებარე 538,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.05.182) 6,12 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ასაწყობი კონსტრუქციის მეტალო-პლასტმასის ჯიხურის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ეთერ გოგიტიძე).

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის N114-1142335540 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩა N1-ის მიმდებარედ მდებარე 900,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ტროტუარი (ს/კ 20.42.06.539) 6,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სავაჭრო ჯიხურის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო  საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ირინა სტამბოლიშვილი).

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის N114-1142335539- მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N24-ის მიმდებარედ მდებარე 152,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს/კ 20.42.07.230) 5,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შერეული საქონლის სარეალიზაციო დახლის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ნანი ჯინჭარაძე).

8.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის N114-1142335537 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა N48-ის მიმდებარედ მდებარე 744,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.10.630) 13,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სავაჭრო ჯიხურის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ ( ფ/პ მარიამ ცეცხლაძე).

9.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის  N114-1142335530 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N1-ის მიმდებარედ მდებარე 470,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.08.677) 5,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ჩამოსასხმელი ყავის აპარატის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ირმა რომანაძე).

10.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 დეკემბრის   N114-1142335534 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ჩაქვში, თამარ მეფის  ქუჩის N33-დან N77-მდე  მდებარე 1258.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს/კ 20.48.09.128) 6,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სავაჭრო მაგიდის  განთავსების  მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და  წლიური საწყისი საიჯარო   საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ვახტანგ დევაძე).

    

 

Skip to content