შპს „ვითიქეი“ – გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია

გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია: შპს „ვითიქეი“

ქ. ქობულეთში დავით აღმაშენებლის N285, მდებარე 8165 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე (ს.კ. 20.42.02.145)ით ჩვენს საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთში გვსურს ინიცირება მოვახდინოთ და განვახორციელოთ, მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს სასტუმრო/ აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებს და სხვადასხვა სახის სარესტორნო სივრცეებს. განსახილველად და დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ ქ. ქობულეთის აღმაშენებლის N285 ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმას. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს, ლანდშაფტურ ზონას და კორექტირებული გეგმის მიხედვით გთხოვთ მოახდინოთ ცვლილება და მოგვანიჭოთ შესაბამისი ზონა, რომელიც სჭირდება აღნიშნული მულტიფუნქციური კომპლექსის გასახორციელებლად კ1 კოეფიცინტი 0.5 რაც შეადგენს 4082მ 2 ხოლო კ2 კოეფიცინტი განგვისაზღვროთ 9.5 ნიშნულამდე რაც შეადგენს 77 567.5მ 2. აქედან მთავარ კომპლექსს დაეთმობა 76 000მ 2, ხოლო დარჩენილი კვადრატობა, გადანაწილდება ავტო სადგომზე და კომპლექსის საფუნქციონიროდ საჭირო ნაგებობებზე. კ3 კოეფიციენტი 0.5 რაც შეადგენს 4082მ 2 კომპლექსში 4-5 სართული დაეთმობა კომერციულ და საკონფერენციო სივრცეებს ხოლო 40-40 სართული დაეთმობა ორი ტყუპი შენობის სტილით სადაც მოეწყობა სასტუმროს და აპარტამენტის სტილის ფართები. კომპლექსის საერთო სიმაღლე დაახლოებით იქნება 140-150 მეტრის საპროექტო ნიშნულიდან. ხოლო მიწის ქვეშ მოეწყობა 2 სართული საპარკინგე ტერიტორია რომელიც გათვლილი იქნება კომპლექსისთვის. რომლის სიმაღლეც იქნება 6 მეტრი.

 

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის

გამოქვეყნებიდან   არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ

მოსაზრება საკითხის ირკვლივ.

 

დანართი:  თანდართული მასალა თან ერთვის.

კონცეფცია ახალი. — копия_compressed

 

Skip to content