ქ. ქობულეთი, დავით აღმაშნებლის გამზირი N258-260 – გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია

გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია:

მისამართი: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშნებლის გამზირი N258-260

  • გეგმარებითი ერთეული:

გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 22000,00 კვ.მ-ს.

გეგმარებითი ერთეული მოიცავს 29 მიწის ნაკვეთს.

  • დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები;

დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთებზე,

საკადასტრო კოდებით 20.42.19.039; 20.42.06.434; 20.42.19.029,

დაგეგმილია მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება.

აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდას,

რომლებიც მოცემულია ქვემთ:

  • დაგეგმილი განაშენიანება:

oსტრუქტურა/წყობა – დახურული, კვარტალური წყობა.

oმიმართება მიმდებარე განაშენიანებასთან – გეგმარებითი ერთეულის

მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლებით

განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ დაცული იქნება

ქალაქმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.

o ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა – გეგმარებითი ერთეული

უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით,

ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის

პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული

ტექნიკური დავალებების შესაბამისად.

7.2. საპროექტო ტერიტორიის და ობიექტის სავარაუდო ტექნიკურ-ეკონომიკური

მაჩვენებლები

  • დაგეგმილი ცვლილებები ციფრებში:

oგანაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) რჩება უცვლელი და შეადგენს 0,5-ს;

oგანაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) იზრდება 1,8-დან 6,5-მდე.

oგამწვანების კოეფიციენტი (კ-3) შეადგენს 0,1-ს

გეგმარებითი ერთეულში შემავალ, სხვა/დანარჩენ მიწის ნაკვეთებზე მოქმედებს

განაშენიანების გეგმით დადგენილი განაშენიანების პარამეტრები

და პირობები, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებზეც

აღნიშნული პარამეტრები განსაზღვრულია სამშენებლო დოკუმენტით

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის

გამოქვეყნებიდან   არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ

მოსაზრება საკითხის ირკვლივ.

 

დანართი:  თანდართული მასალა თან ერთვის.

კონცეფცია_-_შპს_„მ.ვ.პ_გრუპ_დეველოპმენტ“
Skip to content