შპს „ემ ბილდინგი“- გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია

გეგმარებითი ერთეულის და დაგეგმილი ცვლილებების ანოტაცია: შპს „ემ ბილდინგი“

კომპლექსის სივრცით-გეგმარებითი გადაწყვეტა საპროექტო მოცულობა 11 სართულიანია. შენობის სივრცითი გადაწყვეტის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვების მქონე სართულების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც ამარტივებს მათ ოპერირებას. საპროექტო ტერიტორიას ორი მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, კერძოდ რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩა. აღსანიშნავია, რომ საპროექტო გეგმარება ითვალისწინებს ტერიტორიაზე დაბრკოლებების გარეშე პირდაპირ და მარტივ მისადგომობას აღნიშნული ქუჩებიდან. მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი დატვირთულია: კომერციული, საცხოვრებელი და ამბოლატორიის ფუნქციებით. კომერციული ფუნქცია წარმოდგენილია I სართულზე; ამბულატორია I-III სართულებზე, საცხოვრებელი – IV-XI-სართულებზე. სახცოვრებლის ჯამური ფართობი 70% – 5767.30 კვ.მ; კომერციულის ჯამური ფართობი 5% – 411.95 კვ.მ; ამბულატორიის ჯამური ფართობი 25% – 2059.75 კვ.მ; ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომების შესაბამისად და მოაზრებულია: პარკინგის, სარეკრეაციო სივრცის, საფეხმავლო და სამანქანე გზის, გარე განათების და სხვა გარე აუცილებელი ინვენტარის მოწყობა.

დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის

გამოქვეყნებიდან   არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ

მოსაზრება საკითხის ირკვლივ.

 

დანართი:  თანდართული მასალა თან ერთვის.

გდგ-გრაფიკული ნაწილი
Skip to content