საკრებულოს სხდომა

დღეს, 31 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით  საკრებულოს   სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი.

1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის  17 ივლისის N114-1142319840  მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014  წლის 4 სექტემბრის   N11  დადგენილებაში დამატების შეტანის  თაობაზე.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 23 ივნისის N114-11423174189 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“     ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2022  წლის 28 დეკემბრის  N34  დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის თაობაზე.

3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის  20 ივლისის N114-1142320184  მომართვა-ქალაქ ქობულეთში, ლეონიძის ქუჩა N2-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.09.117) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის  მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.

4.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2023  წლის 24 ივლისის   N114-1142320551  მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 24 ივლისის   N114-1142320511  მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის N27 განკარგულებით დამტკიცებულ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო და სოფლის ავტობუსებზე შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს მიერ მგზავრობის მიმართულებებისა და მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 26 ივნისის   N114-11423177193  მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი  განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა  N116-ის მიმდებარედ მდებარე  538.0  კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს/კ N20.42.05.182), 6.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური  საიჯარო საფასურის განსაზღვრის  შესახებ (ფ/პ ,,შოთა გოგიტიძე“).

7.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2023 წლის 23 მაისის   N114-11423143174 მომართვა- ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირის მეორე შესახვევისათვის ცნობილი ქართველი  ფიზიკა -მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის დურსუნ ბალაძის  სახელის  მინიჭების თაობაზე  გამონაკლისის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

8.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის  2023 წლის 23 მაისის   N114-11423143181 მომართვა- ქ.ქობულეთი,   პუშკინის ქუჩისათვის პოეტი ამირან ხაბაზის  სახელის  მინიჭების თაობაზე  გამონაკლისის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

  

Skip to content