დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
სტიპენდია გაიცემა უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს:
განცხადება მერის სახელზე;
რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისგან ან დეკანატიდან;
აკადემიური მოსწრების ფურცელი;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);
საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან /დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ ან ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
პირადი საბანკო რეკვიზიტები.
სოციალურად დაუცველმა, ობოლმა, შშმ სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ.)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2023 წლის 1 სექტემბრამდე.
სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს , რომლებსაც საშუალო არითმეტიკული 91 ქულა აქვს.
თანხა სემესტრში შეადგენს 400 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 800 ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 591 323216 ; 599 034317