ინიციატორი: შპს „ქობულეთი რეზიდენს N1“ (ს.ნ. 448421486)
გეგმარებითი ერთეულის ფართობი შეადგენს 11201,00 კვ.მ-ს. მოიცავს 1 მიწის ნაკვეთს.
დაგეგმილი პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულში შემავალ მიწის ნაკვეთზე განთავსდება მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=6,0.
- დაგეგმილი განაშენიანება:
o სტრუქტურა/წყობა – ღია, კვარტალური წყობა.
o მიმართება მიმდებარე განაშენიანებასთან – გეგმარებითი ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ დაცული იქნება ქალაქმშენებლობითი და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები.
o ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა – გეგმარებითი ერთეული უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სიმძლავრეებით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში მათი გაუმჯობესება მოხდება ობიექტის პროექტირების ეტაპზე, ოპერატორი კომპანიების მიერ გაცემული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის ს/კ: 20.42.09.117
o განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) რჩება უცვლელი და შეადგენს 0,5-ს;
o განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) იზრდება 2,5-დან 6,0-მდე.
o გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) რჩება უცვლელი და შეადგენს 0,3-ს
განაშენიანების პარამეტრები
მიწის ნაკვეთი პარამეტრები
საკადასტრო კოდი ფართობი, კვ.მ. კ-1 კ-2 კ-3 სიმაღლე
1 2 3 4 5 6 7
1 20.42.09.117 11201,00 0,5 6,0 0,3 70
▪ საცხოვრებელი (ცალ-ცალკე: ბინა, სასტუმროს ტიპის ბინა, სასტუმროს ნოემრი) – 1300 საცხოვრებელი ბინა, 55000,00 კვ.მ.
▪ კომერციული (ცალ-ცალკე: სავაჭრო, საოფისე) – კომერციული და სხვა დანიშნულების – 3000,00 კვ.მ.
▪ დამხმარე (ცალ-ცალკე: ავტოსადგომი, სარდაფი, საწყობი, ტექნიკური სათავსები და მსგ.) – დახურული მიწისქვეშა 240 ავტოსადგომი (9000,00 კვ.მ.) და 60 მიწისზედა ავტოსადგომი, სულ 300 ავტოსადგომი.
- მოცულობები:
o დაგეგმილი განაშენიანება, მათ შორის (არსებობის შემთხვევაში):
- შენობები – 290000 კუბ.მ.
- სიმაღლეები/სართულიანობა:
o დაგეგმილი განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე (მ) – 70 მ.
o სართული – 21 (მიწისქვეშა სართულის ჩათვლით).
o დაგეგმილი განაშენიანება, მათ შორის (არსებობის შემთხვევაში):
▪ მიწისზედა სართულები – 20 სართული;
▪ მიწისქვეშა სართულები – 1 სართული;
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წინამდებარე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ მოსაზრება საკითხის ირკვლივ.
კონცეფცია - შპს ქობულეთი რეზიდენსი #1_compressed