დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს:
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
2. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად მიღება.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დამტკიცება.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ოჩხამურში მდებარე 3732 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N20.37.01.372),დაბა ოჩხამურში მდებარე 2951 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N20.37.02.5136), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმება.
6. (ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
7. შპს ,,ქობულეთის წყალი“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში
8. ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
9. შპს ,,სარაგბო კლუბი პონტო“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.