საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს:
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N20.42.04.810 და ს.კ. N20.42.04.812) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის N03 დადგენილებით დამტკიცებულ N2 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- ქალაქ ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N 20.42.09.470; ს.კ. N 20.42.09.402; ს.კ. N20.42.09.518; ს.კ. N 20.42.09.471; ს.კ. N 20.42.09.520; ს.კ. N 20.42.09.552; ს.კ. N 20.42.09.550; ს.კ. N20.42.09.551; ს.კ. N 20.42.09.517 და ს.კ. N20.42.09.078 მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხაესტატე-წყავროკას გეგმარებითი ერთეულის განაშენიანების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
დღესვე იმსჯელეს
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მდებარე 57 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N20.333.01.683), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N110-ის მიმდებარედ 661,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 57 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ტროტუარი, ს/კ 20.42.06.847) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,ზვიად დევაძე“).
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 11 აპრილის N114-11423101128 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N170-ის მიმდებარედ მდებარე 444.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს/კ N20.42.03.459),113.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,რუსლან ტაკიძე“).
- შპს ,,ოპტიმლაინი“-სათვის (ს/ნ 400320648) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მოძრავ ქონებაზე, კერძოდ სოფელ ხუცუბანსა და სოფელ გვარაში 2(ორი) წლის ვადით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მოსახლეობაზე მიწოდების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N1-ის მიმდებარედ არსებული 470,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს|კ 20.42.08.677) და ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N116-ის მიმდებარედ არსებული 750,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, ს|კ 20.42.06.367) 6,0-6,0 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (შპ ს,,საქართველოს ფოსტა“).
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2023 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ;
- საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟები) საიჯარო ფასების განსაზღვრის თაობაზე.