საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.კომისიამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი.
- ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N297-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N416-ის მიმდებარედ მდებარე 60.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ტროტუარი, ს/კ N20.42.02.977) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,დავით პაპუნაიშვილი “).
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N279-ში, ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, რესტორან ,,სანსეტი“-ს“ მიმდებარედ მდებარე N6-55,0 საერთო ფართის შენობა-ნაგებობის 2 (ორი) წლის ვადით იჯარის უფლებით სარგებლობაში გამოყოფა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, აღმაშენებლის ქუჩა N3-ში მდებარე უძრავ ქონებაში, მე-2 სადარბაზოს, მე-5 სართულზე არსებული 56,20 კვ.მ საერთო ფართის ბინა (ს/კ N20.37.02.114.01.041), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აგრეთვე, კომისიის წევრემა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს:
- შპს ,,ქობულეთის ტრანსრეგულირება“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
- ა(ა)იპ ,,ქობულეთის პარკი“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
- (ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
- (ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
- (ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
- შპს ,,ქობულეთის წყალი“-ს 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.