17 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
- ა(ა)იპ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრი“-ს 2023 წლის 17 თებერვლის N01-15/05 მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
(მომხსენებელი:სოფიო მოწყობილი)
2. გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ,,ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,მხედრული“-ს 2023 წლის 22 თებერვლის N01-06/09 მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
(მომხსენებელი:ბადრი ცეცხლაძე)
3. ა(ა)იპ ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტოს საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ს 2023 წლის 23 თებერვლის N32-11423054132 მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
(მომხსენებელი: ია ხალვაში)
4. ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ,,ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“-ს 2023 წლის 22 თებერვლის მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
(მომხსენებელი:ციალა კაკალაძე)
5. შპს ,,სარაგბო კლუბი პონტო“-ს 2023 წლის 16 მარტის მომართვა -2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
(მომხსენებელი:თემურ ანანიძე )