საკრებულოს სხდომა

დღეს, 2023 წლის 31 იანვარს, საკრებულოს პირველი გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
  • ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N285-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 20.42.01.153) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მეგობრობის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N20.42.04.810 და ს.კ. N20.42.04.812) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე.
  •  ქალაქ ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირიN297-ში  არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე (ს.კ. N 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის   დამტკიცების შესახებ.
  •  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური  ნარჩენების  მართვის ხუთწლიანი   გეგმის  დამტკიცების შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური  მართმადიდებლური  ეკლესიისათვის  აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე  თანხმობის მიცემის შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის  ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, მ.აბაშიძის ქუჩა N14-ის მიმდებარედ 3219.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.08.596)  34.0  კვ.მ  მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე  თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის  განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,გ.ჯინჭარაძე“).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N19-ის მიმდებარედ 168.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.05.161) 2.0  კვ.მ  მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე  თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის  განსაზღვრის შესახებ (შპს  ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის  გამზირი N279-ში  ქობულეთის ცენტრალური  პარკის  ტერიტორიაზე, რესტორან ,,სანსეტი“-ს“ მიმდებარედ მდებარე N6-55,0 საერთო ფართის შენობა-ნაგებობის 2 (ორი) წლის ვადით იჯარის უფლებით   სარგებლობაში გამოყოფა და  საწყისი წლიური  საიჯარო საფასურის განსაზღვრაზე უარის თქმის   შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის  გამზირი N269-დან N279-მდე  მდებარე  34027,0 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნაკვეთიდან  (ს/კ N20.42.01.114) 70.0  კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური  საიჯარო საფასურის განსაზღვრის  შესახებ (შპს ,,ატლანტი“).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში,  რუსთაველის  ქუჩა N170-ის მიმდებარედ მდებარე  79,0 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის  ნაკვეთიდან  (ს/კ N20.42.03.250) 12.0  კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური  საიჯარო საფასურის განსაზღვრის  შესახებ (ფ/პ ,,ვაჟა ვერულიძე“).

Skip to content