ქალაქი ნარვა რუსეთის საზღვართან მდებარეობს. იგი ესტონეთის სიდიდით მესამე ქალაქია. ქალაქის აღმოსავლეთით ჩამოედინება მდ. ნარვა, რომელიც რუსეთის საზღვარს წარმოადგენს. მდინარის სანაპიროზე მდებარეობს 1 200 წელს დანიელთა მიერ დაარსებული ჰერმანის ციხესიმაგრე, რომელიც ხიდით უკავშირდება ივანგოროდის ციხესიმაგრეს. ხიდი ესტონეთისა და რუსეთის ნეიტრალურ ტერიტორიას წარმოადგენს. ნარვა უძველესი ქალაქია. ქალაქის ისტორიული ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
მოსახლეობის რაოდენობა: 58 375კაცი
ფართობი: 84.54 კვ.კმ
დამეგობრების თარიღი: 2015 წელი
ვებ-გვერდი: http://www.narva.ee
დამეგობრების მიზანი:
♦ თანამშრომლობა ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
♦ ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება