საკრებულოს სხდომა

საკრებულომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 54 326 700 ლარს შეადგენს.

სხდომაზე დღის დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე იმსჯელეს:

  • „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების   შესახებ;
  •  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რაოდენობის შეთანხმების  შესახებ;
  •  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  •  ქალაქ ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N285-ში  არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N20.42.01.153)  მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით   განაშენიანების    დეტალური  გეგმის კონცეფციის   დამტკიცების შესახებ;
  •  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა  N164-ში  მდებარე უძრავ ქონებაში პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე  არსებული  29,48 კვ.მ საერთო ფართის ბინა (ს/კ N20.42.05.270.01.506), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით,იჯარის  ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, მ.აბაშიძის ქუჩა N14-ის მიმდებარედ  4585.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.08.500)  226.0  კვ.მ  მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე  თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის  განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,ვ.აბაშიძე“);

 

 

Skip to content