დღეს, ქობულეთის საკრებულოში 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი მოქალაქეებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძემ გააცნო.
წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 53 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც რეკომენდაციით დაუბრუნებს მერიას.