„ქორწინება ადრეულ ასაკში და ნაადრევი ქორწინებისგან გამოწვეული შესაძლო რისკები და უარყოფითი მხარეები“ – თემაზე ესეების კონკურსი გაიმართა.
მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლის 38 ახალგაზრდა იღებდა.
გამოვლინდა სამი საუკეთესო ესეს ავტორი, რომლებსაც ბრენდირებული წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
ნომინაცია „საუკეთესო ესე“
1. პირველი ადგილი – თინათინ ბეჟანიძე, შ.პ.ს. „სკოლა ფარნავაზი“;
2. მეორე ადგილი – მარი ზოიძე, სახალვაშოს საჯარო სკოლა;
3. მესამე ადგილი – ანა ცხომელიძე, ქ. ქობულეთის N3 საჯარო სკოლა.
ესეების კონკურსს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახური, ყოველწლიურად ატარებს. აღნიშნულის მიზანს სკოლის მოსწავლეებისთვის ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკების, უარყოფითი მხარეების გაცნობა წარმოადგენს.