დღეს, 7 ნოემბერს, 14 საათზე, გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს გურამ აბაშიძის განცხადება, ფრაქცია ,,ქართული ოცნება”-ს ფრაქციის რიგების დატოვების თაობაზე, რომელიც შეუერთდა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალა”-ს. ამავე განცხადებით მან მოითხოვა საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა და საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიებიდან გასვლა. ამავე სხდომაზე განხილულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გიზო ხალვაშის განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს რიგებიდან გასვლის თაობაზე, რომელიც ასევე შეუერთდა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალა”-ს, გიზო ხალვაშმა ასევე დატოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ-საპროცედურო, სამანდატო საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიებიც.ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით საკითხები მიღებულ იქნა ცნობად.