მერიაში სამუშაო თათბირის ფარგლებში ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მნიშვნელოვანია სწორად დავგეგმოთ მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი, რისთვისაც ყველა სამსახური, დაქვემდებარებული უწყებები ჩართულია. ვმუშაობთ სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებზე. გვსურს ბევრი სიახლე დავნერგოთ მუნიციპალიტეტში. ყველა განხორციელებული სამუშაო ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად კეთდება.
მოგეხსენებათ წლის ბოლოა, პროექტების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია. დარჩენილ ობიექტებზე მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები.
ყურადღება გავამახვილეთ ასევე საახლაწლო ღონისძიებების დაგეგმვაზე. აქტივობების ნაწილი უკვე გაწერილია, მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
ახალი წელი ბევრი სიახლით იქნება დატვირთული.