„ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა“ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალებს 18 წლიდან ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.
პროექტი გულისხმობს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.
მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთი პროექტი 500 ლარიდან არაუმეტეს 5000 ლარით იქნება დაფინანსებული.
პროგრამა დაფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით.თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს . ეროვნული უმცირესობები, შშმ პირი ქალი, შშმ პირის დედა, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.
პროექტის მიზანს ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა წარმოადგენს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 7 ნოემბერი.
განცხადებები მიიღება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე kobuletimunicipality@gmail.com
დამატები ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ია ბერიძე T 551 919106
ბიზნეს – იდეის შევსების ფორმა იხილეთ; ლინკზე
საგრანტო პროექტი _ განაცხადის ფორმა pdf-ის ფორმატში
საგრანტო-პროექტი-განაცხადის ფორმა word-ის ფორმატში