ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

დღევანდელ სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს  დაუჭირეს მხარი.მერის პირველმა მოადგილე დავით ვერულიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 1 734 022 ლარით იზრდება  და მისი მთლიანი მოცულობა 52 582 600 ლარს შეადგენს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა თეონა გეგიძემ საკრებულოს წევრებს ორი საკითხი წარუდგინა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ.

ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“) საკითხი წარადგინა.

        

Skip to content