სოფელ ჩაქვისთავში სახალხო დღესასწაული ,,ჩაქვისთავობა“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლბში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები – ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდში შეჯიბრება, კულინარიული მასტერკლასები და ასევე ცეკვის მასტერკლასები.
“მიხარია, რომ პანდემიის შემდგომ შევძელით გავაგრძელოთ ჩაქვისთავობის აღნიშვნა. ადგილობრივი, ტრადიციული დღესასასწაულები ჩვენი კუთხის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ადგილობრივებს, აქ შეკრებილებს, მადლობა რომ ცდილობთ ეს ღონისძიება წლიდან წლამდე გახდეს უფრო პოპულარული. ცდილობთ, რომ ჩვენი კუთხის ტრადიციების წარმოჩენას და შენარჩუნებას” – ლევან ზოიძე.
ღონისძიების ფარგლებში საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ 80 წელს გადაცილებული ადგილობრივი უხუცესები.