ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ქაქუთში, მეფრინველეობის ფერმის დასახლებაში, გზის 2 120 მ მონაკვეთზე, ასფალტობეტონის საფარი ეწყობა.
პროექტის მიხედვით გაკეთდება ბეტონის სანიაღვრე არხები, ქვედა და ზედა საყრდენი კედლები, გაბიონები და ლითონის მილები.
ხელოვნური ნაგებობების მოწყობის შემდეგ მოხდება ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის დაგება და სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.