ქალაქ სელჩუკში, “ეფესტის” ფესტივალი მიმდინარეობს.
რიგით 53-ე ღონისძიებაზე დამეგობრებულ ქალაქებს შორის, იმყოფებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
“მოხარული ვართ რომ ვიმყოფებით ქალაქ სელჩუკში და ვხვდებით ამ მნიშვნელოვან ფესტივალს.
ჩვენი ქალაქები წლებია ტურიზმის, სპორტის, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობენ.
სამომავლოდაც ვგეგმავთ შევიმუშაოთ ერთობლივი პროექტები და პროგრამები ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული წლების წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი.
ამ წლების განმავლობაში ბევრი საერთო ინტერესი დაგვიგროვდა, რომელსაც გვჯერა ერთობლივი მუშაობით, თანამშრომლობით უფრო განვავრცობთ და გავაღრმავებთ.
ჩვენ მუნიციპალიტეტს ბევრი საერთო აკავშირებს, მათ შორის აღსანიშნავია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ეს გახლავთ იუნესკოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არსებული ძეგლები. გასულ წელს ჩვენ ტერიტორიაზე არსებულ 3 დაცულ ტერიტორიას მიენიჭა იუნესკოს სტატუსი. ეს კი უფრო მეტად გვაახლოებს.
ჩვენი მეგობრობა 27 წელს ითვლის. დარწმუნებული ვარ ორმხრივი სურვილია, ეს თანამშრომლობა უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახდეს” – ლევან ზოიძე.
ფესტივალი 6-დან 9 სექტემბრის ჩათვლით იმართება.