Ქობულეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები კვლევის ფარგლებში შეხვდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს გიორგი ჩარკვიანს და თამარ ოგანოვას.
️Სახალხო დამცველის აპარატის კვლევა შეაფასებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ადგილობრივ დონეზე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე რომლებიც არსებობს აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალურ დონეზე.