გაეროს ბავშვთა ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ პარტნიორობით იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს: ,,მოხალისე წყლის ადვოკატები’’.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ,,მოხალისე ადვოკატებად’’ გადამზადდებიან.
პროექტის მიზანია მოზარდების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა უსაფრთხო სასმელ წყალზე. პროგრამის ფარგლებში მოზარდი მოხალისეები მიიღებენ შესაბამის ცოდნას უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ძირითად საკითხებზე და ადვოკატირების პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემებსა თუ სკოლებში აღმოაჩინონ არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი გაუმჯობესების ადვოკატირება, ასევე უსაფრთხო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა.
ინტენსიური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოზარდები განახორციელებენ ადვოკატირების კამპანიებს მენტორების ჩართულობით თავიანთ მუნიციპალიტეტებში და გამართავენ საინფორმაციო კამპანიებს. უსაფრთხო სასმელი წყალს, სანიტარიასა და ჰიგიენას საყოფაცხოვრებო გარემოსა და განსაკუთრებით სკოლის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ჯანმრთელობისა და განათლებისათვის.
რეგიტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/C6sKUvZ8KAeuCXaL6