ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
“ციხისძირის, ჩაისუბნის, ხალა-გორგაძეების, საჩინოსა და დაბა ჩაქვის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ სოფლებში არსებულ სხვადასხვა საკითხზე, გამოწვევაზე. მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.
ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება თითოეული საკითხის გადაჭრას. ვიმუშავებთ, რომ ყველა არსებული საკითხის მოგვარება ეტაპობრივად დაიწყოს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობასთან გავაგრძელოთ მჭიდრო კომუნიკაცია” ლევან ზოიძე
გასვლითი სამუშაო თათბირები მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.