მუნიციპალიტეტში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა.
მერმა სხვადასხვა მნიშვნელოვან, მიმდინარე პროექტებსა და პროგრამაზე ისაუბრა, რომლიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება :
ინფრასტრუქტრული სამუშაოები – არაერთი ობიექტი შენდება და თითოეულ ობიექტზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი. როგორც სამუშაოების მიმდინარეობის, ასევე დროულად, შესაბამის ვადებში დასრულების გაკონტროლების მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მიმდინარეობს თითოელი ჯანდაცვის პროგრამა. გავაგრძელოთ უნდა ამ კუთხით მუშაობა და მაქსიმალურად ყველა მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი არსებული პროგრამები.
გამწვანების სამსახური აქტიურად ახორციელებს ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ყოველდღიურად უნდა მოხდეს ქალაქში არსებული მდგომარეობის კონტროლი.
სანდასუფთავების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აწესრიგებს ქალაქს, სანაპირო ზოლს, შიდა ეზოებს.
,,ქობულეთის ტრანსრეგულირებამ” უნდა გააკონტროლოს თითოეული ავტობუსი. მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა იყოს მოწესრიგებული.
ზედამხედველობის სამსახურს დაევალა სამშენებლო სამუშაოების კონტროლი. დროული შემოწმებები, რათა არ მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა.
ა(ა) იპ ქობულეთის სოფლის წყალმა უნდა უზრუნველყოს წყლის მიწოდება, შეფერხებების გარეშე.