დღეს,12 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.ბიურომ,საკრებულოს დღის წესრიგი დაამტკიცა.საკრებულო განიხილავს
1.,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“
2. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
3.,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
4. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.