დაბა ოჩხამურში, აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
ოჩხამურში წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნის და ჩამდინარე წყლების გასაწმენდად, დაგეგმილია ხელოვნური ჭაობის მოწყობა. ხელოვნური ჭაობის გამწმენდი მცენარეები ევროპაში ფართოდაა გავრცელებული და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ჩამდინარე წყლების ზედაპირულ წყლებში ჩაშვების და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ღია ფორმატის იყო სადაც ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება.