ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სახელმწიფო გზა-უსტალიშვილები-წყავროკას გადასასვლელის 2,6 კმ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი ეწყობა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა
ბეტონის სანიაღვრე არხები
ქვედა და ზედა საყრდენი კედლები
გაბიონები
ასევე აშენდება ერთი ახალი ხიდი.
აღნიშნული გზა უკავშირდება ლეღვასა და წყავროკას ადმინისტრაციულ ერთეულებს.
სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორვიელებს.