2022 წელს აჭარაში 2100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი უფასოდ დამუშავდება.
ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება გრძელდება. პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება მიწის ნაკვეთების დამუშავება.
პროგრამის ფარგლებში 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 850 ჰა მიწის ფართობი.