13-დან 15 მაისის ჩათვლით ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა მიმდინარეობს.
,,ექსპო ბათუმი თრეველ 2022“- ის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუთხე ტურისტული პოტენციალით არის წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტის მეტი პოპულარიზაციის მიზნით, დამთვალიერებლებს, ადგილობრივი პროდუქციის, ტურისტული მომსახურებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
ღონისძიებაში მონაწილეობას 80-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია იღებს.