დღეს,18  აპრილს 15-30  საათზე  გაიმართა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა ლაშა ხახუტაიშვილის თავმჯდომარეობით

დღეს,18  აპრილს 15-30  საათზე  გაიმართა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა ლაშა ხახუტაიშვილის თავმჯდომარეობით.კომისიამ განიხილა 3 საკითხი:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 17 მარტის №114-11422076241  მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში მდებარე  1701  კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 934,0 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა) (ს/კ 20.37.05.014) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში  გადაცემის  შესახებ.

2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 07 აპრილის №114-11422097163 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N842-ის მიმდებარედ  365,0 კვ.მ (ს/კ N20.42.17.033) და 120,0 კვ.მ (ს/კ N20.42.17.034) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (შპს ,,ესკო ჯორჯია“).

3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14 აპრილის №114-11422104194 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის N68 განკარულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის  შესახებ.

  

Skip to content