დღეს,12 საათზე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით

დღეს,12 საათზე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით.

საკრებულოს წევრებმა უკრაინაში დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმსჯელეს.

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.

4.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14 მარტის  N114-11422073314 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანის თაობაზე (დამატება -ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში  მდებარე 120.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ 20.36.04.045).

5.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14 მარტის N114-11422073314 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ალამბარში  მდებარე 120.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ 20.36.04.045) საწყისი საპრივატიზებო საფასურის   განსაზღვრის  შესახებ.

6.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14  მარტის  N114-11422073314 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში  ცვლილებისა და დამატების  შეტანის  თაობაზე  (დამატება -ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში  მდებარე 120.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ 20.36.04.045).

7.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 14 მარტის  N114-11422073317 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით შპს ,,ოპტიმლაინი“ -სათვის  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე  თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის  განსაზღვრის შესახებ.

8.  (ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავება“-ს 2022 წლის 14 თებერვლის N15 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

9.  ა(ა)იპ ,,ქობულეთის პარკი“-ს 2022 წლის 14 თებერვლის N9 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

10.  შპს ,,ქობულეთის წყალი“-ს 2022 წლის 25 თებერვლის N35-1142205647 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

11.  შპს ,,ქობულეთის  ტრანსრეგულირება“-ს 2022 წლის  18 თებერვლის  N34 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

12.  (ა)იპ ,,ქობულეთის გამწვანება“-ს 2022 წლის 25 თებერვლის N34-1142205673 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

13.  შპს ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს 2022 წლის 28 თებერვლის  N23 მომართვა -2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

 

     

Skip to content