ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მოქალაქეების საჭიროებები და არსებული პრობლემების მოგვარების გზები.
ძირითადი საკითხები სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული მიმართულებით იყო წარმოდგენილი.
მოქალაქეებს გაეწიათ კონსულტაციები და რეკომენდაციები.
ლევან ზოიძემ შესაბამის სამსახურებს ყველა საკითხის შესწავლა და უმოკლეს პერიოდში, კომპეტენციის ფარგლებში, მათი გადაჭრა დაავალა.