ქობულეთში, გამწმენდი ნაგებობის პროექტი EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ჰოლანდიური ტექნოლოგიებით აშენებული ნაგებობა სპეციალურ ტუმბოებს, შემკრებ და მიმღებ აუზებს და საამქროს მოიცავს.
გამწმენდი ნაგებობა ქობულეთის და მისი მიმდებარე დასახლებების კომუნალური სისტემების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
განხორციელებული სამუშაოები მერმა ლევან ზოიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან, EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან, KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.