
სტიპენდია გაიცემა უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს:

განცხადება მერის სახელზე;

რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისგან ან დეკანატიდან;

აკადემიური მოსწრების ფურცელი;

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);

საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან /დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ ან ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

პირადი საბანკო რეკვიზიტები.

სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ.)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილამდე.