საგზაო დეპარტამენტის ჩართულობით, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრამდე აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. დღის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება ყველა ცენტრამდე საავტომობილო გზის გაწმენდა. აღნიშნულის დასრულების შემდეგ, სამუშაოები შიდა სასოფლო გზებზე გაგრძელდება. „ მთელი ღამის განმავლობაში, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესებში 80 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული” – ზაზა შავაძე. „ მაქსიმალურად არის ჩართული ყველა სამსახური, რომ დროულად მოხდეს გზების გაწმენდა. მოსახლეობამ შეძლოს შეფერხების გარეშე გადაადგილება“- ლევან ზოიძე.