უხვმა ნალექმა საცხოვრებელი დააზიანა

სოფელ ლეღვაში, უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ხის ნაგებობის სახურავი, გუშინ გვიან ღამით ჩამოინგრა. ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა. საბედნიეროდ არცერთი წევრი არ დაზიანებულა. ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხო თავშესაფარში არის გადაყვანილი. დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ მათი გადაყვანა მოხდება ქირით. სტიქიის კომისია განიხილავს საკითხს და კანონის შესაბამისად მოხდება ოჯახის დაკმაყოფილება. ადგილზე არსებულ მდგომარეობას მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გავეცანით.

 

Skip to content