მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 60-70 სანტმეტრს გადააჭარბა. დაბალი ზონის დასახლებაში 20 სანტიმეტრია. მერია საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადასული. აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია საგზაო დეპარტამენტის სრული ტექნიკა. ასევე მერიის ბალანსზე არსებული ტექნიკა. მოგეხსენებათ ბოლო-4 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აქტიურად იწმინდებოდა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზები. ამ ეტაპზე მოსული უხვი ნალექის გამო თავიდან მიმდინარეობს ყველა სოფლის ცენტრთან მისასვლელი გზის გაწმენდა. სამუშაოების წარმოებას ცუდი ხილვადობა აფერხებს. თუმცა მოსახლეობას შემიძლია ვუთხრა, რომ ყველა სამსახური, ასევე სხვადასხვა უწყება მობილიზებულია და ცდილობენ, რომ არცერთი მიმართულებით შეფერხება არ იყოს და გზები იყოს გაწმენდილი.
მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ : 599272744