სტიქიის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა

მერიაში სტიქიის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა.

სხვადასხვა უწყების წარმომადგენელმა უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი საკითხები შეაჯამეს.

მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ტექნიკა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს გზების ინტენსიური წმენდა სხვადასხვა მიმართულებით.

სამუშაოებში მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, კოორდინირებულად აქტიურად არიან ჩართულები აჭარის საგზაო დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ენერგო პრო-ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.

მერიაშ მოქმედებს ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ცხელ ხაზზე : 599 272744.

 

Skip to content