მთელი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო დეპარტამენტის 8 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული უხვი ნალექის შედეგად, უკვე გაწმენდილი გზების თავიდან გაწმენდა მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ-ს მიაღწია. აქტიურად ხორციელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ელექტრო ენერგიის კუთხით შეფერხება ამ ეტაპზე არ არის. მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები. ასევე, კოორდინირებულად აქტიურად არიან ჩართულები აჭარის საგზაო დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ენერგო პრო-ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები.
მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ ცხელ ხაზზე : 599 272744.