დღეს 24 დეკემბერს 12 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით

დღეს 24 დეკემბერს 12 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დავით მჭედლიშვილის თავმჯდომარეობით. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ მოხსენება ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ გააკეთა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის N81/100 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (ზ.თხილაიშვილი) უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 22 დეკემბრის №114-11421356126 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 10 დეკემბრის №114-11421344248 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ.
5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 თებერვლის N06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 დეკემბრის N114-1142135012 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ.
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 15 დეკემბრის N114-11421349294 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ“;
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 24 ნოემბრის №01-14/13964 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სამოქმედო გეგმა 2021-2023 დამტკიცების შესახებ.
9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 დეკემბრის N114-1142134749 მომართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით 2(ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N112-ის მიმდებარედ 5.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ N20.42.18.052) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ(ფ/პ ,,დათუნა დედოფალიძე“).
10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 13 დეკემბრის N114-1142134746 მომართვა -„ა(ა)იპ „ქართულ-ბერძნული თანამეგობრობის ორგანიზაციისათვის სოფელ დაგვას ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული 2 (ორი) ოთახის 2 (ორი) წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“.
11.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 17 დეკემბრის N114-11421351206 მომართვა – „კომპანია ‘’SIEMENS’’-ისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თავისუფლების ქუჩა N-23-ის მოპირდაპირედ 32,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.07.781), ა(ა)იპ ‘’ოუფენ ნეტი’’-სათვის, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემა, აგრეგაციის კონტეინერის ჩადგმის მიზნით.   
Skip to content