ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, ონლაინ შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.
ვიცე-მერმა დავით ვერულიძემ, სხვადასხვა უწყების დაინტერესებულ პირთან, მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტში ასახული პროექტებისა და პროგრამების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
2022 წლისთვის, მუნიციპალიტეტისთვის ძირითად მიმართულებად კვლავ ინფრასტრუქტურა, განათლება, გარემოსდაცვა, დასუფთავება და ჯანდაცვა რჩება. დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, აუცილებელი და რაც მთავარია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამისა თუ პროექტის განხორციელება.
მომავალი წლის ბიუჯეტის საწყისი მაჩვენებლები 45 145 800 ლარით განისაზღვრა.
ფინანსური დოკუმენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად შემუშავდა.