მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული, სამუშაო თათბირი გაიმართა.
ლევან ზოიძემ მერიის სამსახურების, ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს.-ების ხელმძღვანელებს მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.
მერმა მოისმინე შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.
საუბარი შეეხო 2022 წლის ქობულეთის საფინანსო დოკუმენტის მომზადების საკითხს. კერძოდ სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებს. როგორც ლევან ზოიძემ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში არსებულ პროგრამებთან ერთად საჭიროა ახალი, მნიშვნელოვანი, მოქალაქეებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა და გათვალისწინება.