გამოფენა სლოგანით “დაასრულე პანდემია”

“დაასრულე პანდემია” ამ სლოგანით ქობულეთში გამოფენა გაიმართა.

ნამუშევრები შეეხებოდა ისტორიული რაკურსით საქართველოს და მსოფლიოს –  “როგორი ხერხით  ებრძოდნენ სხვადასხვა პანდემიურ ვითარებას საუკუნეების წინ”.

იმფორმაციული ხასიათის 18 ბანერი, ქობულეთის კულტურის სახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. წარმოდგენილ მასალებში მარო მაყაშვილის პირადი ჩანაწერები იყპ მისი ავადობის შესახებ, რომელიც ესპანკას ვირუსით იყო დაავადებული. ასევე ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილის მოწოდება, საზოგადოების საყოველთაო ვაქცინაციის შესახებ და მეფე ერეკლე მე-2, რომელიც 1 772 წელს ყვავილას ეპიდემიის დროს თავის შვილთან ერთად საჯაროდ აიცრა და საჯაროდ აცრა 100 ბავში.

პროექტის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოწოდება ვაქცინაციისკენ.

დამთვალიერებლებს ინფორმაციული ფლაერები გადაეცათ.

„ საქართველოს პარლამენტის, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ეს მოძრავი გამოფენა, დაიწყო 25 ოქტომბერს და დავიწყეთ აღმოსავლეთ საქართველოდან. ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა იმ კუთხით, რომ აქ წარმოდგენილი ინფორმაციებით შევახსენოთ საზოგადოებას რა პანდემია გამოიარა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საუკუნეების წინ. 18 ბანერი ინფორმაციული, ისტორიული რაკურსით ემსახურება მოქალაქეებისთვის ცნობიერების ამაღლებას “- ლოლა სანაია, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი.

 

 

Skip to content