უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს:
განცხადება მერის სახელზე;
რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისგან ან დეკანატიდან;
აკადემიური მოსწრების ფურცელი;
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);
ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული ჯილდოები, დიპლომები, სერტიფიკატები, სიგელები;
საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან /დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ ან ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
პირადი საბანკო რეკვიზიტები. სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ.)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2021 წლის 07 სექტემბრამდე.
დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებზე გაიცემა.
სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც თითოეულ საგანში მიღებული აქვთ დადებითი შეფასება, 91 ქულა მეტი .
თანხა სემესტრში შეადგენს 400 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 800 ლარს.