სამუშაო თათბირი მუნიციპალიტეტის მერიაში

🔷️ მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა. მერმა სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ტურისტული სეზონის სამზადისზე ისაუბრა.

✔სანდასუფთავების სამსახური 1 ივნისიდან, ყოველდღიურ რეჟიმში იწყებს სანაპირო ზოლის მოწესრიგებას. აღნიშნული სამუშაოებისთვის დამატებით იმუშავებს 62 მეეზოვე.

✔დასკვნით ეტაპზეა ბულვარის მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული, განახლებული სანაპირო ადგილობრივებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრების მისაღებად მზად იქნება.

✔მიმდინარე კვირიდან დაიწყება სეზონური იჯარების პირობების განსაზღვრის თაობაზე მუშა შეხვედრები.

✔აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. სამსახურის ხელმძღვანელს დაევალა უზრუნველყოფა ყველა სამუშაოს მიმდინარეობის და ვადებში დასრულების მონიტორინგი.

✔მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საყანე ფართობების დახვნა-დაფარცხვის სამუშაოები. ამ დროისთვის 1020 ჰა. უკვე დამუშავებულია.

✔ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების სამსახურის მიერ ქალაქის მოწესრიგება და საზაფხულო სეზონისთვის მზადება

   

Skip to content