


22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.


დედამიწის დღეს მიეძღვნა ჩვენი მორიგი აქტივობა. 9 აპრილის სკვერში ნაძვის სხვადასხვა სახეობა დავრგეთ.
გარდა ხე-მცენარეების დარგვისა, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე, სანდასუფთავების სამსახურმა გარემოს დასუფთავების აქციები გამართეს. მოაწესრიგეს როგორც სანაპირო ზოლი ასევე მდინარეების ხეობები და ადმინისტრაციული ცენტრები.